Monday, June 7, 2010

ეკლესია.







სვეეტიცხოველი

თავდაპირველად იგი ხისგან იყო აგებული, შემდგომში კი მე-5 საუკუნის ბოლოს, ვახტანგ გორგასალმა ააშენა ბაზილიკური ტიპის ქვის დიდი ეკლესია, 1010-1029 წლებში კი კათალიკოს მელქისედეკის თაოსნობით, ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ააგო ახლანდელი დიდი სვეტიცხოველი.

სვეტიცხოველი გეგმაში წარმოადგენს ჯვარს, მოკლე განივი მკლავებით და გრძელი ჭრილებით. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა და მის ყელში 16 სარკმელია. ძველი ფრესკების უმრავლესობა აღარაა შემორჩენილი. მოღწეული ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია. სუფთად ნათალი ქვებით მოპირკეთებული ფასადები მდიდრულიდაა მორთული.

ტაძრის შიგნით, გუმბათის მახლობლად, სვეტებზე დაყრდნობილი კოშკისებური ნაგებობაა. ეს არის საკუთრივ ’’ სვეტი ცხოველი.’’ აქ ინახებოდა სასწაულმოქმედი სვეტის ნაწილი, რომლის ქვეშაც მარხია უფლის კვართი. სამხრეთ მხარეს, შმოსასვლელიდან მარჯვნივ, ქვის პატარა სამლოცველო, იერუსალიმის ტაძრის გამოსახულებაა.

გალავანი 1787 წელს აუგიათ ერეკლე II-ის ბრძანებით.დასავლეთით მოთავსებულია სამრეკლო და XI- საუკუნის კარიბჭე, რომელიც არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშია.

საუკუნეების განმავლობაში ტაძარი იყო მეფეთა საძვალიც. აქ არიან დასაფლავებულნი ვახტანგ გორგასალი, ერეკლე II, გიორგი XII და სხვა დიდებულები.





ჯვრიის მონასტერი

ჯვრის მონასტერი ქართული არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშია. იგი მდებარეობს მტკვრისა და არაგვის შესართავთან, მთის წვერზე. ქრისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე, ამ ადგილას მეფე მირიანმა ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერებიც, რადგან იგი სასწაულმოქმედად ითვლებოდა. შემდგომში ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა, რომელსაც დღეს ’’მცირე ჯვარს’’ უწოდებენ. 586- 604 წლებში, გუარამის ძემ, სტეფანოზ I-მა, მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, დღევადელი ჯვრის მონასტერი.

ტაძარი გეგმაში წარმოადგენს რამდენადმე წაგრძელებულ ჯვარს, რომლის მკლავები მთავრდება აფსიდებით.შენობის ბირთვს შეადგენს კვადრატი,რომლის თავზეც აღმაართულია 8 წახნაგოვან ყელზე დამყარებული გუმბათი. შენობა დიდი არა არის, მაგრამ იგი მონუმენტურ შთაბეჭდილებას ტოვებს. (მისი ზომებია 22მx19მ, სიმაღლი 25მ.) ფასადი მოპირკეთებულია მოვარდისფრო თლილი ქვით.

მცხეთის ჯვარი პირველი ნიმუშია ჯვრული ტიპის მონასტრებისა. აგრეთვე იგი პირველი ქართული ეკლესიაა, რომლის გაფორმებაშიც აrსებითი ადგილი უკავია რელიეფურ ქანდაკებებს. იგი ბოლნისის სიონის შემდეგ, ხუროთმოძღვრების სკულპტურული მართვის ახალ საფეხურს წარმოადგენს.

XVII-XVIIIსაუკუნეებში, როცა გახშირდა შემოსევები, მონასტერს გალავანი შემოავლეს. დღემდე შემორჩენილია მისი ფრაგმენტები და ნახევრად დანგრეული კოშკები. 1997-1998 წლებში გალავანი ნაწილობრივ აღადგინეს.

1989 წლიდან მონასტერში ისევ აღსდგა ღვთისმსახურება. მცხეთის ჯვარი მსოფლიო ხელოვნების საგანძურში შედის.


გერგეტის სამება

გერგეტის სამება საშუალო ზომის ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. მას ორი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ტაძრის ინტერიერში აშკარად იგრძნობა გუმბათის ყელისა და ქვედა ტანის პროპორციათა შეუსაბამობა, რაც მისი აშენების პერიოდის დამახასიათებელი ნიშანია.(XV-XV) ტაძრის შიდა სივრცეს ძირითადად ცენტრალური ჯვრის მკლავები და მათზე აღმართული გუმბათი ქმნის. გუმბათის ყელი ათწახნაგოვანია და მასზე ხუთი სარკმელია განლაგებული. იგი თავდაპირველი სახით არ მოღწეულა. მრავალ განსაცდელ გამოვლილ ხევის მოსახლეობას 70-წლიანი ანტირელიგიური ზეწოლის მიუხედავდ, სალოცავი უპატრონოდ არ მიუტოვებია. ღვთის მოიმედე აქაური ხალხი ფარულად პატრონობდა ტაძარს და უძველეს ტრადიციებსაც ერთგულად უფრთხილდებოდა.

ჩვენი ქვეყნისათვის სახიფათო და განსაცდელებით აღსავსე წლებში, ეკლესიის უდიდეს სიწმინდეებს, მათ შორის წმინდა ნინოს ჯვარს და მაცხოვრის სამსჭვალს, ყოვლადწმინდა სამების ტაძარი იცავდა.




შიომღვიმის მამათა მონასტერი

შიომღვიმის მამათა მონასტერი მდებრეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. იგი დაარსებულია მე-6 საუკუნის შუა ხანებში, სირიიდან მოსული ბერის, შიოს მიერ, რომელმაც სიცოცხლის ბოლო ორი წელი მონასტრის შუა ნაწილში მდებარე ბნელ მღვიმეში გაატარა და იქვე დაიკრძალა.

სამონასტრო კომპლექსის უძველესი ნაგებობაა, ჯერ კიდევ წმინდა შიოს სიცოცხლეში, 560-570 იან წლებში აშენებული წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომლის ქვედა ნაწილი საგანგებოდ გაკაფულ კლდეში არის ამოყვანილი. ნათლისმცემლის ეკლესიის ჩრდილოეთით, ღმრთისმშობლის მიძინების დიდი ტაძარია. ის 1103-23 ააშენა მეფე დავით აღმაშენებელმა, რომელიც განსაკუთრებულად ზრუნავდა შიომღვიმის მონასტერზე და დიდძალი ქონებაც შესწირა მას. 1614-16 წლებს შორის, ირანელთა მიერ მონასტრის დარბევისას, ღმრთისმშობლის ეკლესია დაინგრა. 1678 წელს იგი განაახლა გივი იოთამის ძე ამილახვარმა. შენობა აღადგინეს როგორც სამნავიანი ბაზილიკა.

მონასტრის ჩრდილოეთით სარკინეს ქედის შვეულ კალთებზე, ასზე მეტი გამოქვაბულია, რომლებსაც ბერები ადრეული შუა საუკუნეებიდან საცხოვრებლად იყენებდნენ.

მონასტრიდან ერთი კილომეტრის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთით, მთის წვერზე დგას მე-12 საუკუნეში აშენებული ჯვრის ამაღლების ეკლესია. შენობა აგურისაა, დარბაზული ტიპის. მე-17 საუკუნეში ეკლესიაზე მიშენდა ორსართულიანი სამრეკლო, რომლის პირველი სართული კარიბჭის ფუნქციას ასრულებს.

ეკლესია რამდენჯერმე მოიხატა. ამჯამად არსებული მხატვრობა მე-12 საუკუნის ხანას განეკუთვნება. იგი უძველესია შიომღვიმის მონასტერში შემოღჩენილ მოხატულობათა შორის.